LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ხვალ, რუსთავის ციხეში, ადვოკატის თანდასწრებით, გამოიკითხება წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, დიმიტრი ქვაჭრელიშვილი“ – თორნიკე მიგინეიშვილი

602
2026-02-19_22-28-24_499230

ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც წერს, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ხვალ, რუსთავის ციხეში, ადვოკატის თანდასწრებით, გამოიკითხება წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი — დიმიტრი ქვაჭრელიშვილი.

„დაგვიკავშირდა საგამოძიებო ორგანო.
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ხვალ, რუსთავის ციხეში, ადვოკატის თანდასწრებით, გამოიკითხება წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი — დიმიტრი ქვაჭრელიშვილი.
ხვალ, დღის ბოლოს, გამოძიებას ექნება ყველა სახელი და გვარი“, – წერს თორნიკე მიგინეიშვილი.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა. ხოლო ძმებ დავით და გურამ კაკულიების წინა სასამართლო პროცესი 8 აპრილს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.

სხდომას ძმები კაკულიები დისტანციურად ესწრებოდნენ. როგორც საქმის მოსამართლემ თეონა ეპიტაშვილმა აღნიშნა, ბრალდებულებს არ სურდათ ფიზიკურად დასწრებოდნენ სხდომას.

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ბუსა ჟვანიას დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურის ცნობით, გურამ და დავით კაკულიებმა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის განზრახვა მათ მეგობარს ბესარიონ ჟვანიას გაანდეს და შეთანხმდნენ მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზება. ბესარიონ ჟვანიამ დაიწყო დანაშაულის ამსრულებლის მოძიება, რა მიზნითაც იგი მის ნაცნობებს ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ. ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ბესარიონ ჟვანიას ორგანიზებით, 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში სომხეთის რესპუბლიკაში რამდენჯერმე გაემგზავრნენ ამავე ქვეყანაში მყოფი მკვლელობის შემკვეთებთან გურამ და დავით კაკულიებთან შესახვედრად, სადაც ისინი მკვლელობის ორგანიზებისათვის აუცილებელ მითითებებს გასცემდნენ.

„კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს, არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა“ – რა თქვეს სასამართლოზე ძმებმა კაკულიებმა

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ბუსა ჟვანიას დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g