კვირას, ბერლინში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი უდავოდ გახდა ესპანელი ნიკო უილიამსი. ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მისმა ნაკრებმა ინგლისი 2:1 დაამარცხა.
საინტერესოა, რომ ნიკოს მშობლებმა, ფელიქსმა და მარიამ ერთმანეთი განაში გაიცნეს. მოგვიანებით კი უკეთესი ცხოვრების სურვილით, ევროპაში გადასახლდნენ, თუმცა ეს გზა მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. ქალაქი, სადაც ოჯახმა დიდი წვალების შემდეგ დასახლება შეძლო, ქალაქი მელილია გახდა.
ცნობილია, რომ მშობლებმა ქალაქამდე გადმოსასვლელად, 3 ათასი კილომეტრი ფეხით გამოიარეს, ამას ნიკო უილიამსი ინტერვიუში ხშირად იხსენებს. საინტერესოა, რომ ნიკოს ჰყავს უფრო ძმა ინიაკი, რომელიც ასევე ფეხბურთელია.
ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, საიდან ჰყოფნის ძალა ასეთი თამაშისთვის და რა როლი აქვს დედას მის წარმატებაში, ნიკომ განაცხადა:
„დედა, მაგალითია ჩემთვის, ის ესპანეთამდე ფეხშიშველი, უკეთესი ცხოვრების მოლოდინში ჩამოვიდა, რომ ჩვენ პურის ფული გვქონოდა. მან უამრავი დაბრკოლება გადალახა, ის ნამდვილი მებრძოლია. მამა ლონდონში წლები მუშაობდა, რათა ჩვენ ვერჩინეთ. ჩვენ გამო, მათ არაფერი დაუზოგავთ. ეს მოგებაც დედას ეკუთვნის“, – განაცხადა ესპანელმა თავდამსხმელმა.