LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოშია

101
garibashvili-nikola-pashiniani

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოშია. მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში მასპინძლობს.

დახვედრის ოფიციალური ცერემონია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს დღეს ეწვია და მისი ვიზიტი ორდღიანია.

გაიმართება ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.

magti 5g