LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანი სომხეთის სუვერენიტეტის ხელყოფაში დაადანაშაულა და რუსეთს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა

61
ფაშინიანი და პუტინი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანს სომხეთის სუვერენიტეტის ხელყოფაში ადანაშაულებს. ამის შესახებ განცხადება ფაშინიანმა დღეს გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

„დღეს სიუნიქის ტბის სიახლოვეს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი გადმოკვეთეს, მათ სომხეთის ტერიტორიის შიგნით 3,5 კილომეტრზე შემოიწიეს და ფაქტობრივად ცდილობენ ალყაში მოაქციონ ტბა. ეს ქმედებები მიუღებელია და ეს გახლავთ სომხეთის სუვერენიტეტის ხელყოფა“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა და დასძინა, რომ შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, მთავრობის პრიორიტეტია, რომ საკითხი მოლაპარაკებების გზით გადაწყდეს.

„თუმცა, ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტია. სიუნიქში შექმნილ ვითარებას გარკვეული ძალები შიდაპოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ, რაც მიუღებელია,” – დასძინა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა.

გარდა ამისა, აზერბაიჯანთან დაძაბული ვითარების ფონზე, სომხეთმა რუსეთს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა. ფაშინიანმა ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თხოვნა 1997 წლის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებას ეფუძნება.

ნიკოლ ფაშიანიანმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი უმაღლესი დონის შეთანხმებების შემდეგ გადადგა, რომლის თანახმადაც, აზერბაიჯანს თავისი ჯარი სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან უნდა გაეყვანა, თუმცა ბაქომ შეთანხმება მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g