„აქვამენის“ გადაღებების დაწყების წინ ცნობილი ხდება, რომ ბლოკბასტერში კიდევ ერთ ჰოლივუდის ვარსკვლავს ვიხილავთ. ჯეისონ მომოას და ემბერ ჰერდს კომპანიონობას ნიკოლ კიდმანი გაუწევს. უკვე ცნობილია, რომ ლამაზმანი აქვამენის დედის, დედოფალ ატლანას როლს შეასრულებს.
ინფორმაცია თავად კიდმანმა უკვე დაადასტურა და რეჟისორს, ჯეიმს ვანს მისი მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
დიდ ეკრანებზე „აქვამენი“ 2018 წლის 20 დეკემბრიდან გამოვა.