”წმინდა ირმის მკვლელობა” – ცნობილი დრამის, ”ლობსტერის” რეჟისორის, იორგოს ლანტიმოსის ახალი ნამუშევარია. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი 2015 წელს ”ოსკარზეც” იყო ნომირირებული. ახალ ფილმს კი კრიტიკოსები არანაკლები მოლოდინით ხვდებიან: კანის კინოფესტივალზე მან ჯილდო საუკეთესო სცენარისთვის მოიპოვა.
ფილმში მთავარ როლებს ნიკოლ კიდმანი და კოლინ ფარელი ასრულებენ. სიუჟეტი იდუმალებით მოცულ მოზარდის გარშემო ვითარდება, რომელიც ადგილობრივ ქირურგთან მეგობრობს და დროის უმეტეს ნაწილს მასთან ერთად ატარებს.