ნიკოლ კიდმანი და რიზ უიზერსპუნი სერიალის „დიდი პატარა ტყუილის“ თაყვანისმცემლებს შეხვდნენ და მათ საკმაოდ უხერხულ კითხვებსაც უპასუხეს.
მიმდინარე წლის თებერვალში ტელეარხ HBO-ს ახალი პროექტის პრემიერა შედგა, სადაც მთავარ როლებს კიდმანთან და უიზერსპუნთან ერთად შეილინ ვუდლი, ალექსანდრ სკარსგარდი და სხვები ასრულებენ.
შეხვედრაზე რიზმა და ნიკოლმა ბევრი იხუმრეს და იცინეს. შეგახსენებთ, რომ ორივე მათგანი სექტემბერში დაგეგმილ პრემია „ემიზე“ არიან ნომირირებულები.
რაც შეეხება სერიალს, ის სამ „იდეალურ“ დედაზე მოგვითხრობს, რომელთა მშვიდი ცხოვრება მწყობრიდან მას შემდეგ გამოდის, რაც სკოლაში, სადაც მათი შვილები სწავლობენ იდუმალებით მოცული მკვლელობა მოხდება.