ავსტრალიელი ლამაზმანი, ნიკოლ კიდმანი ინდოეთიდან ბავშვის აყვანას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც თავის ერთ-ერთ უკანასკნე ინტერვიუში მან აღიარა, რომ სურს მიბაძოს თავის გმირს ფილმიდან „ლომი“ და ბავშვი იშვილოს.
ამერიკული ტაბლოიდები ირწმუნებიან, რომ კიდმანმა ამ საკითხზე უკვე ისაუბრა მეუღლესთან, კიტ ურბანთან და ისინი უკვე საჭირო დოკუმენტების მოძიებით არიან დაკავებულები.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ნიკოლი უკვე ორი აყვანილი ბავშვის დედაა. 1993 და 1995 წლებში, ტომ კრუზთან ქორწინებაში მან ბავშვთა სახლიდან იზაბელა და კონორი იშვილა. განქორწინების შემდეგ კი ისინი მან მეუღლეს დაუტოვა. 2006 წელს მსახიობი ცოლად კიტ ურბანს გაყვა, რომელთანაც ორი ქალიშვილი შეეძინა.