ნიუ-იორკში უკვე მერვე თვეა HBO-ს ახალი სერიალის The Undoing-ის გადაღებები მიმდინარეობს. სერიალში მთავარ როლს 51 წლის ნიკოლ კიდმანი ასრულებს, ამჯერად კი მას გადასაღებ მოედანზე ქალიშვილები, 10 წლის სანდეი როუსი და 8 წლის ფეიტ მარგარეტი შეუერთდნენ.
ფოტოებიდან ჩანს, რომ სერიალში გოგონების სკოლიდან გამოსვლის მომენტს იღებენ, როდესაც მათ ქუჩაში დედა ხვდება. ნიკოლი ახალ სერიალში ახალი იმიჯით გვხვდება. მან წითური თმა დაიბრუნა და ახალ ფოტოზე მწვანე ტვიდის პალტოში პოზირებს.



