მედიის ცნობით, კიტ ურბანი ნიკოლ კიდმანთან ხმაურიანი განქორწინების შემდეგ, ახალ რომანტიკულ ურთიერთობაშია და უკვე მეგობარ ქალთან ერთად ცხოვრობს.
წყარო აცხადებს, რომ 58 წლის ურბანის ახალი პარტნიორი 26 წლის ქანთრი მომღერალი, კარლეი სკოტ კოლინზია. მუსიკალურ წრეებში „ყველა დარწმუნებულია“, რომ ურბანი უკვე სერიოზულ ურთიერთობაში იმყოფება.
ინსაიდერის განცხადებით, კიტი ახლა ნეშვილშია, სადაც ახალ სტუდიას არემონტებს Music Row-ზე და დაშორებით შთაგონებულ ახალ ალბომზე მუშაობს.
აღსანიშნავია, რომ კიტის ახალი პარტნიორი ნიკოლ კიდმანს საოცრად ჰგავს. ყოველივე ამან კი უამრავი კომენტარი გამოიწვია.
„ნიკოლის ახალგაზრდა ვერსია იპოვა“, „ეს გოგო რამ დააბრმავა?!“, „რა მშვენიერი გოგოა“.
ნიკოლ კიდმანმა და კიტ ურბანმა განქორწინების პროცესი დაასრულეს – ცნობილია ყველა დეტალი



