ნიკოლ კიდმანი ლოს-ანჯელესში Vogue World-ის ჩვენებაზე გამოვიდა. 58 წლის მსახიობმა, რომელიც 19 წლიანი ქორწინების შემდეგ ქმარს, კიტ ურბანს დაშორდა, მოდის ჩვენება გახსნა. კიდმანი ერთ-ერთი კინოვარსკვლავი იყო, რომელმაც მონაწილეობა მიიღო გრანდიოზულ მოდის ჩვენებაში, რომელსაც წელს ჰოლივუდის თემატიკა ჰქონდა.
ჩვენება Paramount Studios-ში გაიმართა და ნიკოლი პოდიუმზე „ძველი ჰოლივუდის“ სტილში გამოწყობილი შავი კაბით და ხვეული თმით გამოჩნდა.

Vogue World-ის ყოველწლიურ მოდის ჩვენებაში ასევე მონაწილეობდნენ კენდალ ჯენერი, ადრიანა ლიმა, ჰანტერ შეფერი, კაილ მაკლაკლანი და ჯეფ გოლდბლუმი, სტუმრებს შორის კი იყვნენ გვინეთ პელტროუ, ჰეილი ბიბერი, მაილი საირუსი, ჰილარი დაფი, ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელცი და მრავალი სხვა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლ კიდმანის მომღერალ კიტ ურბანთან განქორწინების შესახებ ერთი თვის წინ გახდა ცნობილი. ისინი 2006 წელს დაქორწინდნენ და ჰოლივუდის ერთ-ერთ უძლიერეს წყვილად ითვლებოდნენ.



