„ემისა“ და „ოქროს გლობუსის“ მოპოვების შემდეგ, ნიკოლ კიდმანი კრიტიკოსთა გილდიის რჩეულიც გახდა. სერიალში „დიდი პატარა ტყუილები“ შესრულებული როლისთვის მსახიობმა Critics’ Choice Awards-ის მორიგი ჯილდო მიიღიო. HBO-ს ამ ყველაზე რეზონანსულმა სერიალმა სატელევიზიო პროექტებში ყველა რეკორდი მოხსნა. „დიდი პატარა ტყუილები“ წლის ლიმიტირებულ სერიალად დასახელდა, ასევე მეორეხარისხოვანი როლებისთვის პრიზები ლორა დერნმა და ალექსანდრ სკარგარდმაც მიიღეს. სცენაზე კიდმანი ვარდისფერ კაბაში ავიდა, რომელიც ბისერებით და სხვადასხვა აქსესუარებით იყო დატვირთული. სამადლობელ სიტყვაში კი მან განსაკუთრებული მადლობა სერიალის შემოქმედებით გუნდსა და უახლოეს მეგობარს, რიზ უიზერსფუნს გადაუხადა.

საინტერესოა, რომ დაჯილდოვებაზე რამდენიმე საათით ადრე პაპარაცებმა 50 წლის მსახიობი გადასაღებ მოედანზე დააფიქსირეს. კიდმანის დღის ლუქი რადიკალურად განსხვავდებოდა იმისგან, რაც ჩვენ დაჯილდოვებაზე ვნახეთ. კიდმანი ახალი კრიმინალური დრამის, Destroyer-ის გადაღებებზე იმყოფებოდა, სადაც ის პარიკით, ტყავის ქურთუკითა და ჯინსებით გამოჩნდა.


