მილ-ველში რიგით 39-ე კინოსფეტივალი დაიწყო. ერთ-ერთი პირველი, ვინც საზეიმო გახნის შემდეგ ჟურნალისტებთან გამოჩნდა, მსახიობი ნიკოლ კიდმანია. ოსკაროსან მსახიობს ფესტივალზე განსაკუთრებულ პრიზსს გადასცემენ კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
კიდმანმა საკუთარი ახალი ფილმი „ლომი“ წარმოადგინა, სადაც მისი პარტნიორი რუნი მარაა. კიდმანი ბრწყინავდა ულამაზეს თეთრ კაბაში, რომელსაც გულის ფორმის ორნამენტი ამშვენებდა.
ფილმი დაკარგული პატარა ბიჭის ისტორიას მოგვითხრობს, რომელსაც ავსტრალიური ოჯახი პოულობს. წლების შემდეგ კი ფილმის მთავარი გმირი ინდოეთში ბრუნდება, რათა ნამდვილი ოჯახი იპოვოს.
