LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ შერზინგერი იდეალურ ფორმაშია (ფოტოები)

79

ნიკოლ შერზინგერი საბერძნეთში იმყოფება. 29 ივნისს, დაბადების დღის აღნიშვნის შემდეგ ლამაზმანმა მცირე შვებულების მოწყობა გადაწყვიტა. შესაბამისი ფოტოები მომღერალმა სოციალურ ქსელშიც განათავსა და თაყვანისმცემლები დაარწმუნა, რომ კვლავ არაჩვეულებრივ ფორმაშია.

ნიკოლს არაერთხელ უსაუბრია იმის შესახებ თუ როგორ ინარჩუნებს ასეთ ფიზიკურ მონაცემებს: „მიყვარს სირბილი და იოგა. ყველა ქალს უნდა ჰქონდეს იმისი დრო და საშუალება, რომ საკუთარ თავს სპორტდარბაზში მიხედოს. სწორი კვება, ვარჯიში, სასიამოვნო მუსიკა, რომელიც კარგ განწყობას მიქმნის, მედიტაცია, მასაჟები, არომატული აბაზანა, – ეს არის ის, რის გარეშეც ჩემი ცხოვრება არ არსებობს“, – განაცხადა შერზინგერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები