LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლაევში აღმოაჩინეს სამოქალაქო მანქანები, დასახიჩრებული და დახვრეტილი ადამიანების ცხედრებით

56
Untitled design

უკრაინაში, ნიკოლაევის ოლქში იპოვეს რამდენიმე სამოქალაქო ავტომობილი, რომლებშიც დასახიჩრებული და დახვრეტილი ადამიანების გვამები აღმოაჩინეს. 

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია “სამხრეთის” ოპერატიულ სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს:

“ჩვენმა ქვედანაყოფებმა ნიკოლაევის რაიონში ხერსონის მიმართულებით წინსვლისას, აღმოაჩინეს რამდენიმე სამოქალაქო მანქანა დასახიჩრებული და დახვრეტილი ადამიანების გვამებით.

ტექნიკის დაზიანება, წინასწარი მონაცემით, მოწმობს ტერიტორიის დანაღმულ უბანში მანქანების აფეთქებას, ასევე კოლონის დაბომბვას.

როდესაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ევაკუაცია სცადეს, ოკუპანტებმა მათ ჯერ მიუთითეს გზისკენ დანაღმული ტერიტორიის გავლით, შემდეგ კი აფეთქების შემდეგ გადარჩენილები დახვრიტეს. დაღუპულთა შორის ორი დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვია”, – აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g