ყველასთვის ცნობილია, რომ ნიკოლას კეიჯის მეოთხე ქორწინება კრახით დასრულდა, რადგან ვიზაჟისტ, ერიკა კოიკესთან ურთიერთობის დაკანონებამ მხოლოდ ოთხ დღეს გასტანა.
გავრცელებული ინფორმაციით, 55 წლის მსახიობმა განქორწინების დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა, თუმცა მასზე 32 წლით უმცროსი კოიკე მის მოთხოვნას ასე მარტივად არ თანხმდება და მეტიც, ამერიკელ ვარსკვლავს მორალური ზიანის ანაზღაურებას სთხოვს.
ერიკას თქმით, ის, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავის აღიარებით, ქორწინების დღეს არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
გოგონას ადვოკატები ახალგაზრდას მოთხოვნას ლოგიკურად მიიჩნევენ, რადგან როგორც ისინი ამბობენ, ნიკოლასთან ურთიერთობისას, მან უარი თქვა კარიერულ წინსვლაზე, ოთხ დღიანმა ქორწინებამ კი მისი რეპუტაცია შელახა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლას კეიჯმა და ერიკა კოიკემ 23 მარტს იქორწინეს.