სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ოსკაროსანი მსახიობი, 58 წლის ნიკოლ კიდმანი და ქანთრის ვარსკვლავი, 57 წლის კიტ ურბანი, ერთმანეთს 19 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა PEOPLE ადასტურებს.
მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ივნისში, FIFA Club World Cup-ის მატჩზე ნეშვილში ერთად გამოჩნდა და სულ რაღაც ხუთი დღით ადრე ქორწინების იუბილეც იზეიმა, მათ ურთიერთობაში ბზარი უკვე გაჩენილი იყო.
„მათ ერთმანეთისთვის დრო საერთოდ აღარ რჩებოდათ. ან ნიკოლი იყო გადასაღებ მოედანზე, ან კიტი ტურნეში. ისინი უბრალოდ რუტინას მიყვებოდნენ, მათ შორის ემოციური კავშირი დაიკარგა. კიტი თავს უბედურად გრძნობდა და პირდაპირ უთხრა ეს ნიკოლს, ნიკოლი კიტის ნათქვამმა შოკში ჩააგდო, ის ამას არ ელოდა და ყველაფერს აკეთებდა ქორწინების გადასარჩენად, მაგრამ ამაოდ…“, – განაცხადა წყვილთან დაახლოებულმა პირმა.
ამ დროისთვის კიტ ურბანი მსოფლიო ტურნეშია, ხოლო ნიკოლ კიდმანი შვილებთან ერთად ნეშვილში, მათ 4-მილიონიან მამულში იმყოფება.
ცნობისთვის, კიდმანი და ურბანი 2006 წლის ივნისში დაქორწინდნენ. მათ ორი ქალიშვილი, 17 წლის სანდეი როუზი და 14 წლის ფეით მარგარეტი ჰყავთ.

