ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი შეყვარებულთან, შარლოტა ჰელენთან ერთად რომში იმყოფება. საქართველოს პირველი ჩოგანი რომის მასტერსზე ასპარეზობს. მანამ სანამ ბასილაშვილი ტურნირისთვის ემზადება, მისი რჩეული იტალიის დედაქალაქში სეირნობს. შარლოტა მეგობრებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ინსტაგრამზე აქვეყნებს.
ცნობისთვის, ბასილაშვილი რომის მასტერსზე მონაწილეობს. რომში ჩასვლამდე წყვილი მადრიდში იმყოფებოდა, სადაც სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონზე მადრიდის რეალისა და მანჩესტერ სიტის თამაშს დაესწრო.