დუბაის ტურნირის 1/16-ფინალურ მატჩში ნიკოლოზ ბასილაშვილი რუს კარენ ხაჩანოვს დაუპირისპირდა და მეტოქე ორ სეტში 6:4, 6:1 დაამარცხა.
22 წლის რუსი სპორტსმენი მსოფლიოს მე-12 ჩოგანია და კარიერის განმავლობაში ბასილაშვილთან მეხუთედ ითამაშა.
ცნობისთვის, პროფესიონალ ჩოგბურთელთა რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილი მე-19 ადგილს იკავებს.
https://www.youtube.com/watch?time_continue=254&v=HIKolee-zro&fbclid=IwAR0zfWj_D2KzhiLiZ1ALlOWemaPupedcuj8Axrgqa18p3iDzX6465xMs4jk
ვინ იქნება ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე, ჯერჯერობით უცნობია.