თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის პროგრამის კურსდამთავრებული ნიკოლოზ ციმაკურიძე Google-ის გუნდს შეუერთდა.
თავისუფალი უნივერსიტეტის ინფორმაციით, ნიკოლოზ ციმაკურიძე Google-ის გუნდს Software Engineer-ის პოზიციაზე, Android Automotive-ის მიმართულებით უერთდება.
„ნიკოლოზი ამ პოზიციაზე იმუშავებს იმ პლატფორმებისა და სერვისების განვითარებაზე, რომლებიც Google-ის ეკოსისტემას ავტომობილებში ნერგავს.
მისი ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა:
– ე.წ ხიდის გადება მანქანის სენსორებსა და Android-ის სისტემას შორის.
– ფუნქციებით მდიდარი და უსაფრთხო გამოცდილების შექმნა მძღოლისთვის, რომელიც მართვის დროს ყურადღებას არ გაუფანტავს.
– Google-ის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების მომავლის განსაზღვრა ავტომობილებისთვის“, – აღნიშნულია თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის პროგრამის კურსდამთავრებული ნიკოლოზ ციმაკურიძე Google-ის გუნდს შეუერთდა Software…
Posted by თავისუფალი უნივერსიტეტი – Free University on ორშაბათი, 22 სექტემბერი, 2025