LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ ცისკარიძე: „ძალიან არ მიყვარს ქართული პურ-მარილი…“

466
nikolozciskaridze204

ნიკოლოზ ცისკარიძემ „დილის შოუს“ ეთერში, მეგობრის, თეონა კონტრიძის შეკითხვებს უპასუხა, მათ შორის იმის შესახებაც, რა არ მოსწონს საქართველოში და რა რუსეთში.

„ძალიან არ მიყვარს ქართული პურ-მარილი. პატარა რომ ვიყავი, ძალიან მიკვირდა… ჩემი გამზრდელი ძიძა უკრაინელი იყო, მასთან გავატარე ცხოვრების დასაწყისი ეტაპი. სწორედ მან გააღვივა ჩემში თვისება, რომ სულ სიმართლე უნდა თქვა და უნდა შეასრულო პირობა. ვერ ვეგუები, თუკი ადამიანმა პირობა არ შეასრულა. ამის შემდეგ ჩემთვის იმის ახსნა, რომ ის ნაძირალა არ არის, შეუძლებელია. ბარიერი ჩნდება ურთიერთობაში ჩემსა და მას შორის…

რუსებს არ შეუძლიათ საკუთარის დაფასება. რატომღაც ყოველთვის ფანჯრიდან იყურებიან და ჰგონიათ, სხვაგან უკეთესია.

ერთ სასაცილო ამბავსაც გავიხსენებ. 3-4 წლის ვიქნებოდი, დედას ძიძასთან მივყავდი, ორი ქალბატონის ჩხუბს შევესწარით სამგორის მეტროსთან. მანამდე ასეთი არაფერი მინახავს. ისინი ხელჩართულ ბრძოლაში იყვნენ, ჩანთებს და ხელებს ურტყამდნენ ერთმანეთს. ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. უხეშობა და ძალადობა რა იყო, არ ვიცოდი. ასეთი რამ ჩემს ოჯახში არ ხდებოდა. და საერთოდ, მოსკოვში წასვლამდე დედამიწაზე ნეგატივი თუ არსებობდა, ვერ წარმოვიდგენდი. ძიძასთან მისულმა მას ეს ამბავი მოვუყევი. მკითხა, რა ეროვნების ქალები ჩხუბობდნენ. არ ვიცოდი. მითხრა, დაიმახსოვრე, თუ რუსები იყვნენ, აუცილებლად ლოთები იქნებოდნენ, თუ ქართველები, მაშინ კაცები ვერ გაიყვეს და თუ სომხები – ფულიო. გავიდა დიდი დრო და მივხვდი, რომ ჩემმა ძიძამ სრული სიმართლე თქვა. სამწუხაროდ, სლავური წარმოშობის ხალხს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ახასიათებს აგრესია და ეს არ არის სასიამოვნო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g