LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ გამყრელიძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა – „ჩემი ანტისხეულები მილევის პირას იყო“

127
nikoloz gamyreliZe

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე იაშვილის კლინიკაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზ პირველი საქართველოში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც კორონავირუსი დაამარცხა, მან ვაქცინაციის გაკეთება მაინც გადაწყვიტა.

აცრის შემდეგ ნიკოლოზ გამყრელიძემ აღნიშნა, თავს კარგად გრძნობს.

„თავს ვგრძნობ ძალიან კარგად და ძალიან მიხარია, რომ აცრის შესაძლებლობა მომეცა, რადგან ერთი წელია, გადავიტანე კოვიდი და ჩემი ანტისხეულები როდესაც შევამოწმე, უკვე მილევის პირას იყო. აცრა მომცემს დამატებით ანტისხეულებს, რომ ჩემს თავს ნაკლები შეზღუდვები დავუწესო“. – განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

მან ასევე განმარტა, რატომ აირჩია „ასტრაზენეკას“ ვაქცინა.

„რატომ „ასტრაზენეკა“? ორივე ეს კომპანია „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“ მსოფლიოში წამყვან ხუთეულში შედის. ორივეს მიმართ ნდობა მაქვს 100-პროცენტიანი. როდესაც რიგმა მომიწია „ასტრაზენეკაზე“, გავაკეთე არჩევანი „ასტრაზენეკაზე“. მოსახლეობას და ჩემს კოლეგებს რაც შემიძლია ვუთხრა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემები, რადგან ვაქცინის გარდა, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, რომ დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს“, – განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში მხოლოდ 8 ათასამდე ადამიანია აცრილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები