LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენც უნდა გვეზეიმა დღეს დე… მიყვარხარ, ჩემო ცხოვრება…“ – ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს

103
თამო ვაშალომიძე

ნიკოლოზ ღუნაშვილი, რომელიც ვერაზე მომხდარ დანაშაულს ემსხვერპლა, წარმატებული აბიტურიენტი იყო. დღეს, 25 აგვისტოს, 17 წლის ბიჭს სხვა აბიტურიენტებთან ერთად უნივერსიტეტში ჩარიცხვა უნდა ეზეიმა და ეს სიხარული ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან გაეზიარებინა. ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა. თათია ჩირგაძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენც უნდა გვეზეიმა დღეს დე… მიყვარხარ, ჩემო ცხოვრება…“,- წერს თათია ჩირგაძე.

შეგახსენებთ, ვერაზე მკვლელობა 22 ივლისს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილ ახალგაზრდებს შორის მოხდა. კერძოდ, კაფედან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა.

არსებული ინფორმაციით, სწორედ ამის შემდეგ 43 წლის ნიკა კაპანაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. შედეგად, ორი არასრულწლოვანი დაიჭრა, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები