LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ ხარატი: „ახალ წელს ჩვენს ოჯახში ძალიან დიდი სუფრა იშლება… ვნატრობ, რომ ახალ წელს არანაირი ვირუსი არ იყოს…“

1256
ნიკოლოზ-ხარატი

ნიკოლოზ ხარატი, „რანინელი“, რომელიც მსმენელმა გამორჩეული ხმისა და შესრულების მანერით შეიყვარა, fortuna.ge-ს სტუმარია.

ნიკოლოზ, როგორია შენთვის ეს დღესასწაული და რატომ გიხარია ახალი წლის დადგომა?

ჩემთვის ახალი წელი არის ის დღე, რომელიც ადამიანებს აბედნიერებს. ახალ წელს სხვანაირი ხიბლი და ხალისი აქვს. იცი, რომ ახალი წელი დგება, შემართებით ხვდები მას.

როგორი იყო შენთვის განვლილი წელი?

ჩემთვის განვლილი წელი იყო განსაკუთრებული, რადგან „ევროვიზია“ იყო და ამ კონკურსში მონაწილეობით ბედნიერი ვიყავი.

 საჩუქრებს ელოდები სანტასგან?

რა თქმა უნდა, ველოდები. ერთი, არ მომიტანოს (იცინის).

რა გაქვს ჩაფიქრებული?

საიდუმლოა… არ მინდა, რომ გავამხილო.

ამას წინათ, ტელეფონი გაჩუქეს…

ზუსტად იმ დღეს უნდა მეყიდა ტელეფონი და უცებ რა მოხდა? მაჩუქეს! უღრმესი მადლობა მათ ამ საჩუქრისთვის. საჩუქარი საჩუქარია და პატარაც რომ იყოს, ყველაფერი გიხარია…

რას ელოდები ახალი წლისგან?

იმას, რომ არანაირი ვირუსი არ იყოს. იყოს ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიხარული და რაც მთავარია, იყოს მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და არა მარტო აქ.

ახალ წელს რას აკეთებთ ხოლმე 31 დეკემბრის ღამეს?

ძალიან, ძალიან დიდ სუფრას ვაწყობთ. საჩუქრებს ვხსნით. მერე ვსეირნობთ მთელი ღამე ოჯახი.

დედიკოს ეხმარები ხოლმე?

ხანდახან… დედიკოს ბებო ეხმარება, მაგრამ ზოგჯერ – მეც.

მას შემდეგ, რაც პოპულარობა მოიპოვე, რას გწერენ თაყვანისმცემლები?

ძალიან ბევრი ადამიანი მწერს და მეც პასუხებს ვუბრუნებ. მიყვარხარ, შენი თაყვანისმცემელი ვარო, აღნიშნავენ და დიდი მადლობა ყველა მათგანს, რომ ჩემ მიმართ ასეთი სიყვარული აქვთ.

ახლახან „ოტიუმში“ კონცერტზე სცენაზე რომ დაიჩოქე, ეს იმ წამს მოგაფიქრდა?

ძალიან კარგია, როცა ადამიანს ასიამოვნებ შენი სიმღერით. ზოგადად, მე არასდროს ვგეგმავ რაღაცას. დაგეგმილი არაფერი მაქვს. ესეც იმ წამს მომაფიქრდა.

მეგობრებთან ერთად, სიმღერის გარდა, როგორ ერთობი?

გავდივართ ხოლმე ერთად საჭმელად, ან ეზოში ჩავდივართ და იქ ვერთობით.

ვინმე არის, ვინც ნიკოლოზ ხარატს განსაკუთრებულად მოსწონს და მას უმღერის ხოლმე?

არა! არ მომწონს არავინ. ჯერ არ მინდა… ჯერ გართობა მინდა!..

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი 

magti 5g