LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ კლდიაშვილი The University of Hong Kong-ში სრული (150 000$-მდე) დაფინანსებით ჩაირიცხა – კიდევ ერთი ქართველი სტუდენტის წარმატება

188
ნიკოლოზ კლდიაშვილი

მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში კიდევ ერთი ქართველი ისწავლის – ნიკოლოზ კლდიაშვილი The University of Hong Kong-ში სრული (150,000$ მდე) დაფინანსებით ჩაირიცხა.

სასიხარულო ინფორმაციას ნიკოლოზის დედა, მარიკა კლდიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ ნიკოლოზი კიდევ ოთხმა წარმატებულმა უნივერსიტეტმა მიიღო.

„ყველაზე მეტად მახარებს როცა დასახულ მიზანს, შეუპოვრობას და შრომას მოაქვს შედეგი! ნიკოლოზ კლდიაშვილი – ჩემი სიამაყე და სიცოცხლე. მთელი გულით გილოცავ და უზომოდ მიხარია შენი წარმატება! ნიკოლოზი ჩაირიცხა The University of Hong Kong-ში სრული (150,000$ მდე) დაფინანსებით. დაფინანსებაში შედის სწავლა, საცხოვრებელი და ყოველდღიური ხარჯები.

University of Hong Kong მსოფლიოში მე-17, ხოლო აზიაში მეორე ადგილს იკავებს QS 2025 წლის რანკინგის მიხედვით. ნიკოლოზი ასევე მიიღეს სხვა წამყვან უნივერსიტეტებშიც, როგორებიცაა: IE University, Esade University, Bocconi University, Saint Louis University. წარმატებები ჰონკონგის ასპარეზზე“, – წერს მარიკა კლდიაშვილი სოციალურ ქსელში.

ყველაზე მეტად მახარებს როცა დასახულ მიზანს, შეუპოვრობას და შრომას მოაქვს შედეგი! ნიკოლოზ კლდიაშვილი – ჩემი სიამაყე და…

Posted by Marika Kldiashvili on ორშაბათი, 19 მაისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g