LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ ნეფარიძე: „სანამ თავად არ ამოიღო ხმა და ჩვენ არ ავტეხეთ ერთი ამბავი, არავის ახსოვდა. ირანის ჩემპიონი, ირანის საუკეთესო მცველი, „პერსეპოლისი“ ლამის 100 ათას-კაციან სტადიონზე თამაშობს ხოლმე და მაინც სრული იგნორი. ნაკრებში დებიუტი ჰქონდა 33 წლის ასაკში!..“

373
გიორგი გველესიანი

ნიკოლოზ ნეფარიძე სოციალურ ქსელში ფეხბურთელ გიორგი გველესიანის შესახებ წერს, რომელიც მისი თქმით, საქართველოს ნაკრებში პირველად მხოლოდ 33 წლის ასაკში გამოიძახეს:

„ამ ბიჭზე მინდა დავწერო.

ის არც საუკეთესოა გუნდში და არც ყველაზე პოპულარული

მაგრამ გიორგი გველესიანმა ამ ევროზე დაამტკიცა, რომ ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ჰაერს აკონტროლებს დაცვაშიც და წინაც, თუ საჭიროა პენალტს და ჯარიმას დაარტყამს საუკეთესოდ და თუ ძალიან გაჭირდა ბოლო წუთებზე ფორვარდად შეუძლია თამაში (ასე მოაგებინა პერსეპოლისს ირანის ჩემპიონატი ახლახან)

მაგრამ სხვა რამის თქმა მინდა.

ეს ბიჭი ათწლეულები იყო სრულ იგნორში, არც ასაკობრივები, არც ეროვნული, არც ერთი შანსი! არადა, დინამო თბილისის აღზრდილი და ამ გუნდში რამდენიმე სეზონი ნათამაშებია. წავიდა ირანში და მიივიწყეს გეგონება ბევრი გვყავს კარგი ფეხბურთელი

სანამ თავად არ ამოიღო ხმა და ჩვენ არ ავტეხეთ ერთი ამბავი, არავის ახსოვდა. ირანის ჩემპიონი, ირანის საუკეთესო მცველი, „პერსეპოლისი“ ლამის 100-ათას კაციან სტადიონზე თამაშობს ხოლმე და მაინც სრული იგნორი. ნაკრებში დებიუტი ჰქონდა 9 ივნისს 33 წლის ასაკში!

სად ჰქონდათ თვალები?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები