LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ რაჭველი ბექა გოჩიაშვილს დაბადების დღეს ულოცავს: „უბედნიერესი ვარ, რომ ახლო მეგობრები ვართ…“

144
rajvelinews20202

11 მარტს ცნობილი მუსიკოსის, ჯაზპიანისტის, ბექა გოჩიაშვილის დაბადების დღეა. ბექას დილიდან ულოცავენ კოლეგები და მეგობრები, მათ შორისაა ნიკოლოზ რაჭველი, რომელიც მას ვრცელ პოსტს უძღვნის:

„დღეს ამ დიდი მუსიკოსის დაბადების დღეა!

უბედნიერესი ვარ, რომ ახლო მეგობრები ვართ, რომ თანამოაზრეები ვართ, რომ მისი მუსიკის შესრულებასა და გაორკესტრებაში მაქვს მიღებული მონაწილეობა, რომ ქართველია, რომ უმაგრესი ოჯახი ჰყავს, რომ სულ ვგრძნობ მის თანადგომას და გულშემატკივრობას, რომ ერთ დროში ვსუნთქავთ და ვამუსიკებთ ჩვენს სამყაროს, ერთმანეთის სამყაროსაც!

ღმერთო, მადლობა მის გამო.

ჩემო ბექა, ლეგენდარულმა ჩიკ კორეამ სიცოცხლის ბოლო თვეებში ხომ დაგასახელა მარტა არგერიხთან ერთად ერთ-ერთ იმ პიანისტად, ვინც მისთვის ინსპირაციის წყარო იყო, მარტა არგერიხმა ხომ მოითხოვა შენთან ერთად სურათების გადაღება, გია ყანჩელი ხომ გულის ჯიბით დაატარებდა შენს სიყვარულსა და პატივისცემას, სტენლი კლარკს ხომ ვერ წარმოუდგენია სცენაზე გასვლა უშენოდ და ისიც ხომ ფაქტია, რომ 10 წლის ასაკშიც უკვე შეუდარებელი პიანისტი იყავი და ახლაც 25 წლისაც შეუდარებელი მუსიკოსი ხარ, ხოდა, აწი მინდა იდღეგრძელო და იყო ჯანმრთელი, მუდამ წარმატებული და გახარებული, ბედნიერი და იღბლიანი!

დანარჩენს განგება გვეუბნება ხოლმე შენი გულის, სულის, გონების, ნიჭის და თითების მეშვეობით და რა მაგარია, როცა ასეთი დიდი ძალის გამტარად გირჩევენ დაბადებისას და შენი მეგობრები ამ სასწაულის თანამონაწილენი ვხდებით!!! ❤️“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g