LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ რაჭველი: „ჩემთვის „მუსიკის ჰანგები“ ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მოგონებაა, რომელიც მახსენებს მშობლებს და მათ უკიდეგანო და უანგარო სიყვარულს…“

523
rachveli

ნიკოლოზ რაჭველი ახალ თეატრში განახლებული „მუსიკის ჰანგების“ შესახებ კიდევ ერთხელ წერს და აღნიშნავს:

„დღეს „მუსიკის ჰანგების“ პირველი სპექტაკლი ჩავატარეთ და ძალიან კარგი იყო!!! ხვალ კი ოფიციალური პრემიერაა)) სახლში რომ დავბრუნდი, რატომღაც მომინდა, ფილმი მენახა და ახლა ვუყურებ ისეთი სიამოვნებით, რომ რამდენიმე სანტიმეტრით ავმაღლდი…

მართლა რა სასწაული ფილმია, ბრწყინვალე, გენიალური, საოცარი მუსიკით, შინაარსით და შეუდარებელი ჯული ენდრიუსით…

სხვათა შორის, ეს ისტორია ნამდვილ ამბავს ეყრდნობა, მონაზონი მარია მართლაც არსებობდა და მართლაც გააგზავნა მონასტერმა კაპიტან ფონ ტრაპის ოჯახში დედის გარდაცვალების შემდეგ შვიდი პატარა ბავშვის აღსაზრდელად და ეს ყველაფერი, რაც ამ ფილმში ხდება, მართლაც მოხდა 30-იანი წლების ზალცბურგში ნაციზმის უსასტიკესი ეპოქისა და მეორე მსოფლიო ომის გარიჟრაჟზე…

ეს არის ქალის ისტორია, რომელშიც იმდენი სიკეთე, სიყვარული, თავისუფლება და მუსიკა იყო, რომ დღესაც, თითქმის საუკუნის შემდეგ, ამბავი ისევ ისე მძაფრად ემოციური და შთამბეჭდავია…

ჩემთვის „მუსიკის ჰანგები“ ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მოგონებაა, რომელიც მახსენებს მშობლებს და მათ უკიდეგანო და უანგარო სიყვარულს…

მოკლედ, როგორც მთავარი გმირი ფროილაინ მარია იტყოდა, „ღმერთო დალოცე“, ვინც ეს ყველაფერი რეალურ სამყაროში მოახდინა და მერე ამ ამბავს ასეთი უნაკლო და ყავლ-გაუსვლელი მიუზიკლი მიუძღვნა!!!“

ნიკოლოზ რაჭველი: „რა მაგარი დღესასწაული ელის ყველას და განსაკუთრებით ბავშვებს, ვინც „ახალ თეატრში” დაგვესწრება 12 წლის შემდეგ აღდგენილ და განახლებულ „მუსიკის ჰანგებზე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g