LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ წულუკიძე: „ჩვენ არ გვქონდა მობილურები, ფუფუნების საგნები, მაგრამ გვქონდა ორდროშობანა, შვიდქვაობანა, დამალობანა… სილაღე გვქონდა – ასეთი ბავშვობა გეხმარება ცხოვრების შიში დასძლიო“

181
ნიკოლოზ წულუკიძე

მსახიობმა ნიკოლოზ წულუკიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „I პროექცია“ საკუთარი ბავშვობის გამოცდილებაზე, სილაღესა და იმ ღირებულებებზე ისაუბრა, რომლებიც, მისი შეფასებით, მომავალ ადამიანს უყალიბებს ხასიათს.

ნიკოლოზ წულუკიძის თქმით, მისი თაობა „მობილურებისა და ფუფუნების საგნების გარეშე გაიზარდა“, თუმცა სწორედ ეს ბუნებრივი, თავისუფალი ბავშვობა აღმოჩნდა ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, რომელიც ადამიანს ცხოვრების შიშის დაძლევაში ეხმარება.

„ჩვენ არ გვქონდა მობილურები და რაღაც ფუფუნების, სიმდიდრის საგნები, მაგრამ გვქონდა ორდროშობანა, შვიდქვაობანა, რეზინობანა და დამალობანა… მე მგონი, ბოლო თაობა ვართ, ვინც ამ ბავშვობით ითამაშა. ჩვენ რაც გვინდოდა, იმას ვაკეთებდით, ჩემი სახლის წინ, პლეხანოვზე, იყო თეატრალური სტუდია, სადაც დავდიოდით. მე რაც სურვილებიც მქონდა, ამ ემოციებს ვიკმაყოფილებდი.

ასეთი ბავშვობა გეხმარება ცხოვრების შიში დასძლიო. მე მაინც მგონია, რომ მთავარი, რაც მშობელმა და სკოლამ უნდა გაუკეთოს შვილს არის აპოვნინოს თავისი თავი და მიეხმაროს ცხოვრების შიში დაძლიოს. ცხოვრების შიშჩამდგარი თვალები გადაულახავი დაბრკოლებაა, ჩვენ სილაღე გვქონდა, რაც ბედნიერების მომნიჭებელი იყო“, – თქვა ნიკოლოზ წულუკიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g