LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ წულუკიძე: “დღეს ყველანი კვარას ვგულშემატკივრობთ!”

676
BeFunky-collage (3)

იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად „რომას“ დაუპირისპირდება.

შეხვედრა რომში, ოლიმპიურ სტადიონზე, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

აღნიშნულ თამაშს სოციალურ ქსელში ეხმაურება ნიკოლოზ წულუკიძე.

როგორც ჩანს, წულუკიძე დათო ტურაშვილთან ერთად რომში იმყოფება.

“დღეს ყველანი კვარას ვგულშემატკივრობთ!” – აღნიშნავს წულუკიძე და ფოტოებს გვიზიარებს.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე „ნაპოლი“ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა (26 ქულა), „რომა“ კი 22 ქულით მე-4 პოზიციაზეა.

ხვიჩა კვარაცხელიამ „სერია ა-ში“ უკვე 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g