LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ წულუკიძე დიდ რეჟისორს ემოციურად გამოემშვიდობა: „თემურ ჩხეიძე არამარტო ჩვენს ქვეყანას, ზოგადად ადამიანებს დააკლდებათ.. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, მიყვარხართ“

414
BeFunky-collage (8)

რეჟისორი თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. გადაცემაში “იმედის დღე” დიდი რეჟისორის ბოლო წლებსა და შემოქმედებაზე ისაუბრეს.

ნიკოლოზ წულუკიძე დიდ რეჟისორს ემოციური სიტყვებით გამოემშვიდობა.

“არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიდიან ამ ქვეყნიდან და იმ სფეროში, რომელშიც მოღვაწეობს, გულისწყვეტას იწვევს, მაგრამ თემურ ჩხეიძე გარდა საოცარი პიროვნული თვისებებისა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ქართული თეატრისთვის და განსაკუთრებით საჭირო იყო, როგორც პედაგოგის, მისი რაც შეიძლება დიდხანს ყოფნა ჩვენთან ერთად.

თემურ ჩხეიძე, როგორც ზნეობრივი მაგალითი, როგორც დიდი რეჟისორი, როგორც კლასიკოსი, არამარტო ჩვენს ქვეყანას, ზოგადად ადამიანებს დააკლდებათ, როგორც მაგალითი, როგორ უნდა იცხოვრონ მშვიდად წყნარად და გიყვარდეს ახალგაზრდობა და როცა ახალგაზრდობა გიყვარს ე.ი. ემსახურები იმ საქმეს, რომელიც გინდა რომ განვითარდეს. ბატონო თემურ დიდი მადლობა ყველაფრისთვის, მიყვარხართ.“ – თქვა ნიკოლოზ წულუკიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g