„ახალი თეატრის“ წინ, დასის საპროტესტო პერფორმანსი მიმდინარეობს.
სცენაზე სიტყვით გამოვიდა ანდრო ჭიჭინაძის მეუღლე, მსახიობი მარიამ ღვინიანიძე.
„გამარჯობა, მე ვარ მარიამი. მე და ანდროს [ჭიჭინაძეს] გვყავს შვილი, ნიკო ჭიჭინაძე. ნიკო არის 3 წლის, რომელმაც არ იცის, მამამისი სად არის. უბრალოდ იცის, რომ წასულია სამუშაოდ გადაღებებზე და რომელსაც ყველანი ძალიან მალე ველოდებით ჩვენთან“,- თქვა მსახიობმა მარიამ ღვინიანიძემ ახალი თეატრის დასის საპროტესტო პერფორმანსის დროს.