“ნიკორა სუპერმარკეტის“ დაგროვებითი ბარათის მფლობელები “დელფოსი” – ს მაღაზიათა ქსელში ექსკლუზიური ფასდაკლებებით ისარგებლებენ. მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც ”ფორტუნას” დელფოსიდან აცნობეს, ბარათის მფლობელებს მაღაზიათა ქსელი ექსკლუზიურ 25 %- იან ფასდაკლებას, მოქმედ აქციაზე კი + 5 %- იან ფასდაკლებას სთავაზობს.
”დელფოსის” გარდა შპს „ნიკორა ტრეიდ”-მა თანამშრომლობის მემორანდუმი კიდევ რამდენიმე პარტნიორ კომპანიასთან გააფორმა. პროექტში ჩართულია ქართულ ბაზარზე არსებული 20-მდე წარმატებული კომპანია – “Deflos” „Gino Paradaise”, “Oktopus”, “Celio”, “Etam”, “Gary Weber”, “CaptainPlus“, “IC GROUP”, “HELISICORE”, “Aray”, , “Roniko”, “Voules-Vous”, “Apply City”, “City Sport”, „რიტუალების სასახლე“, “თერმო ცენტრი“, „ბინადარი“, „პეპელა“ და „სალამანდრა“.
მემორანდუმის ფარგლებში “ნიკორა სუპერმარკეტის” დაგროვებითი ბარათის თითოეული მფლობელი აღნიშნულ კომპანიებთან ექსკლუზიური ფასდაკლებით ისარგებლებს.