LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკუშა შენგელაია ოპოზიციაზე: დაასახელონ სანქცია, რომლითაც შეგვიძლია რუსეთი სერიოზულად დავაზიანოთ და ჩვენი ხალხი არ დაზიანდება

1057
untitled-design-69

“დაასახელონ სანქცია, რომლითაც შეგვიძლია რუსეთი სერიოზულად დავაზიანოთ და ჩვენი ხალხი არ დაზიანდება,” – ამის შესახებ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ “იმედის” ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინელების დასახმარებლად მთელი საქართველო, ხელისუფლება და ხალხი ფეხზე დგას.

„ჩვენ ახლა განსაკუთრებით გვჭირდება გონიერებაც, მხნეობაც და ერთობაც, თუმცა ერთობაში არ ვგულისხმობ იმ ძირგამომთხრელ ოპოზიციასთან ერთობას, მე ვგულისხმობ ხალხს. ძალიან ერთიანები უნდა ვიყოთ, რომ ავცდეთ იმ უბედურებას, რაც უკრაინაში ტრიალებს და რაც ჩვენთან დატრიალდა აფხაზეთში, შემდეგ 2008 წელს. რა არგუმენტაცია აქვს ოპოზიციას, რომ სანქციებს რატომ არ მივუერთდითო. დაასახელონ სანქცია, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია რუსეთი სერიოზულად დავაზიანოთ და ჩვენი ხალხი არ დაზიანდება. მთელი საქართველო, ხელისუფლება და ხალხი ფეხზე დგას, რომ როგორმე უკრაინელებს დაეხმარონ“, – განაცხადა ნიკუშა შენგელაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g