LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკუშა შენგელაია სახლზე წყნეთში, სადაც ყოფნა ყველაზე ძალიან უყვარს: „სამოთხესავით ადგილია, მეტი რაღა უნდა ვინატრო?! ჭერი მაქვს თავზე, მეტი რა მჭირდება…“

749
page

ნიკუშა შენგელაია ჟურნალ „თბილისელების“ ბლიცკითხვებს პასუხობს.

თქვენთვის რას გააკეთებდით? უკეთესი სახლი, ავტომობილი…

სამოგზაუროდ თუ წავიდოდი, მეტი არაფერი. აბსოლუტურად მაკმაყოფილებს ის, რაც მაქვს. უკეთესი და უკეთესი არ არის ჩემი მოთხოვნილება. მე მაქვს სახლი აივნით, რომელიც კავკასიონს და ზედაზენს უყურებს, წყნეთში ვცხოვრობ. ეზო მაქვს, ვარდებით, ხეხილით და მათ ვუვლი. ყველაფერი მაქვს და მიხარია მათი მოვლა. სამოთხესავით ადგილია, მეტი რაღა უნდა ვინატრო?! ჭერი მაქვს თავზე, მეტი რა მჭირდება. სხვა ტიპის ადამიანებს სჭირდებათ სასახლეები. მე არ მაინტერესებს, მთავარია, სახურავი იყოს თავზე და ხედი, რომ შენს სამშობლოს უყურო. მაგიდა გქონდეს, სადაც ოჯახი და სამეგობრო დაეტევა, დაჯდები და უფალს მადლობას ეტყვი, რომ მათთან ერთად ლუკმას ჭამ. ბედნიერებას სახლის ზომა არ განსაზღვრავს. ბედნიერება ადამიანებსა და ურთიერთობებშია.

რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე მცდარ საქციელად, რასაც შეიძლება, სინანულიც უკავშირდებოდეს?

ბევრი რამ მინანია. შეცდომების მეტი რა მაქვს. შეუცდომელი ვინ არის? მთავარია, დაინახო, რომ არასწორად მოიქეცი, მიიღო და გულწრფელად მოინანიო. სხვამ არ უნდა დაგასწროს შენი ცუდი საქციელის დანახვა, თორემ ადამიანში მთელი ცხოვრება ბრძოლა მიდის. ზნეობრივი პარამეტრები, რწმენა გაქვს და ცდილობ, აღარ გაიმეორო ის შეცდომები, რომელიც შენივე ზნეობრივი პარამეტრებით მიუღებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g