LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკუშა შენგელაია: „თუ უნდათ სამი სააკაშვილი მოიყვანონ, ქართველ ხალხს ამნეზია არ სჭირს..“

196
fot (2)

„სააკაშვილის გადაცემის თემა, რა მოწოდებითაც უკრაინის პრეზიდენტმა მოგვმართა, ეს არის სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა, მისი კანონის უგულებელყოფა“, – ასე გამოეხმაურა მხატვარი ნიკუშა შენგელაია უკრაინის უმაღლესი რადას მიერ, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების აუცილებლობაზე, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისადმი მიმართვას.

„ნახეთ, დილიდან როგორ აფუთფუთდნენ აქაური რუსული მთავრობის მოლაპარაკე თავები – ეტყობა შეშფოთებულებმა პირდაპირ მოსკოვიდან დაურეკეს“ – სააკაშვილი ევროპარლამენტარებს მადლობას უხდის 

სააკაშვილი: „ზურაბიშვილს შეუძლია ჩემი „განაჩენების“ აღსრულების გადავადება ნებისმიერ დროს, უბრალოდ, ივანიშვილის გარეშე ამას ვერ გააკეთებს“

„ეს არის სცენარის ნაწილი, რისთვის უნდათ, სიმართლე გითხრათ, არ მესმის. ვფიქრობ, რომ ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს, რომელსაც ვუწოდებთ „ომის პარტიას“, აქვთ სურვილი, რომ საქართველოში შეცვალონ არსებული ხელისუფლება და მოიყვანონ ხალხი, რომლებიც მათი სურვილების ამსრულებლები იქნებიან, მაგრამ ხედავენ რეალობას, რომ არჩევნების გზით არანაირი შანსი აქვთ, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში და ალბათ ამიტომ ისევ დაუბრუნდნენ სააკაშვილს.

 

 

მხატვარი, ნიკუშა შენგელაია გადაცემაში „იმედი LIVE“

• „თუ უნდათ სამი სააკაშვილი მოიყვანონ, ქართველ ხალხს ამნეზია არ სჭირს, კარგად ახსოვს მათი მმართველობა”

• მხატვარი, ნიკუშა შენგელაია გადაცემაში „იმედი LIVE“

Posted by TV Imedi on Sunday, 16 July 2023

 

 

ფიქრობენ, რომ ელექტორატის მხრივ მას უფრო დიდი ელექტორატი აქვს, მაგრამ მე შემიძლია ვუთხრა აქედან, რომ თუ უნდათ სამი სააკაშვილი მოიყვანონ, ქართველ ხალხს ამნეზია არ სჭირს, კარგად ახსოვს მათი მმართველობა, ამიტომ გავისტუმრეთ 2012 წელს როცა ყველაფერი ხელთ ჰქონდათ და არანაირი შანსი არ აქვთ ახლა“, – განაცხადა შენგელაიამ.

პენიტენიური სამსახური: „მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით მის მალულად გატანას ცდილობდა“

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g