ნინა დობრევმა „ჰელოუინის“ კოსტიუმი შეარჩია. მსახიობმა უარი თქვა ზღაპრის გმირზე და სრულიად რეალური პროტოტიპი შეარჩია. „ვამპირების დღიურის“ ვარსკვლავი ვიქტორია ბექჰემად გარდაისახა. ვარსკვლავის ახლო მეგობრებმა კი მისი გამხნევება გადაწყვიტეს და Spice Girls-ის დანარჩენი წევრების იმიჯი მოირგეს.
პოპულარული ჯგუფის ახალი ვერსია მეთიუ მორისონის საღამოს სტუმრობდა, რომელიც „ჰელოუინს“ მიეძღვნა. იმისთვის, რომ ვიქტორიას სტილს მაქსიმალურად მიახლოებოდა, დობრევმა შავი მოკლე ქვედა ბოლო, ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაიცვა და მისის ბექჰემის ცნობილი კარე პარიკის სახით დაიმაგრა.