LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინა წკრიალაშვილი და ნელიკო ნაჭყებია სექსუალური თეთრეულის მაღაზიას ხსნიან

1320

ნინა წკრიალაშვილი მეგობართან, ნელიკო ნაჭყებიასთან ერთად, ქალისა და მამაკაცის თეთრეულის წარმოებას იწყებს. მომღერალმა და ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში გააზიარა ფოტო მაღაზიიდან, რომელიც ორ კვირაში გაიხსნება.

ნინა წკრიალაშვილი:

პრინციპში, კოლექცია უკვე მზად არის, ერთ კვირაში ქარხანაში გავუშვებთ შესაკერად. მაღაზიას ორ კვირაში გავხსნით, ეს ფოტო, რომელიც გავაზიარე, სწორედ მაღაზიისაა. გვერდზე ატელიე იქნება, სადაც სპეცშეკვეთებითაც შეიკერება თეთრეული და არამხოლოდ – ქალისა და მამაკაცის ხალათები, ტრუსები, ბიუსტჰალტერები, ქალისა და მამაკაცის წინდები, ღამის პერანგები, სექსუალური აქსესუარები და საცურაო კოსტიუმები.

ბრენდის პრეზენტაცია, რომელსაც „NN Passion“ ჰქვია, სექტემბრის შუა რიცხვებში შედგება. სარეკლამო კამპანიაც ამ პერიოდისთვის დაიწყება. მე და ნელიკო სპეციალურ ფოტოსესიას გადავიღებთ, რომელიც ბილბორდებზე გამოჩნდება. ფოტოებში ჩვენივე შექმნილი თეთრეულით ვიპოზირებთ. ჩვენთვის მთავარის ის, რომ ეს ნაწარმი ქართული იქნება. ჯერ თბილისსა და ბათუმში გავხსნით მაღაზიებს, შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც გავიტანთ.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g