LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინა წკრიალაშვილი: „სასწაულები ხდება ახალ წელს, სწორად უნდა ჩავიფიქროთ რაც გვინდა და აუცილებლად აგვიხდება“

281
BeFunky-collage (2)

რა მოხდა ერთხელ ახალ წელს – „მთავარი არხის“ რუბრიკას ამჯერად, მომღერალი ნინა წკრიალაშვილი სტუმრობდა.

„ახალი წელი განსაკუთრებით მიყვარს, ჩემს დაბადების დღეზე და ყველა დღესასწაულზე მეტად.

კიდევ, თოვლი მიყვარს ძალიან. მგონი, იმ ადამიანების უმცირეს პროცენტს მივეკუთვნები, რომელსაც ზამთარი ურჩევნია ზაფხულს. ახალი წელი თოვლთან ასოცირდება, როდესაც მოთოვს, ბევრი ენდორფინი მაქვს ხოლმე.

მჯერა სასწაულების და ჩემთვის ახალი წელი ყოველთვის, სურვილების ასრულებასთან ასოცირდება. ყოველ ახალ წელს ინტერნეტსივრცეში ვეძებ რამე სპეციალური რიტუალი ხომ არ არსებობს, ახლა ვეძებ დრაკონის წელს, როგორი რიტუალი ჩავატარო.

რა უყვარს დრაკონს, რა დავდოთ სუფრაზე და ა.შ.

წარმატების მომტანი რიტუალები, წლის აქტუალური ტენდენციები და ფერები – როგორ უნდა შევხვდეთ ხის დრაკონის სტიქიის წელს

რამდენჯერმე დავწვი სურვილი, ხანძარიც გავაჩინე, მაგრამ რამდენიმე დღეში, სურვილი რაც ჩავიფიქრე, ამისრულდა.

რა მოხდა ერთხელ ახალ წელს – ნინა წკრიალაშვილის ისტორია ❤️

?✨ “სასწაულები ხდება ახალ წელს, სწორად უნდა ჩავიფიქროთ რაც გვინდა და აუცილებლად აგვიხდება” | რა მოხდა ერთხელ ახალ წელს – ნინა წკრიალაშვილის ისტორია ❤️

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on სამშაბათი, 26 დეკემბერი, 2023

ვფიქრობ, რომ თუკი რაღაც ძალიან გვინდა, აუცილებლად აგვიხდება, კიდევ დარწმუნებული ვარ, რომ სასწაულები ხდება ახალ წელს, სწორად უნდა ჩავიფიქროთ რაც გვინდა და აუცილებლად აგვიხდება“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g