LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი ბადურაშვილი: „აბაშიძის ქუჩაზე გუშინ ღამით რამდენიმე მანქანამ ისეთი სისწრაფით ჩაიარა, იმედია სახლში მშვიდობით მივიდნენ, ამ დროს სად არის პატრული? მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს პატრულმა, უფრო მეტნი უნდა იყვნენ იმ ქუჩებზე, სადაც რბოლები აქვთ მოწყობილი!“

491
ნინი ბადურა

თბილისში გუშინ მომხდარ ფაქტს, რა დროსაც ბოლო პერიოდში უკვე მესამედ, მეტეხის ხიდიდან მანქანა მტკვარში გადავარდა, სოციალურ ქსელში ნინი ბადურაშვილი ეხმაურება და ვიდეოს აზიარებს.

ნინი წერს, რომ განსაკუთრებით ღამის საათებში მანქანები მაღალი სიჩქარით მოძრაობენ და საჭიროა პატრულმა ეს ვითარება დაარეგულიროს.

„ღამის საათებში დიდი რბოლები რომ იმართება ცენტრალურ ქუჩებზე ალბათ გინახავთ თქვენც! მაგალითად აბაშიძის ქუჩაზე გუშინ ღამით რამდენიმე მანქანამ ისეთი სისწრაფით ჩაიარა, იმედია სახლში მშვიდობით მივიდა და არავინ დაუზიანებია! ამ დროს სად არის პატრული? ყოველ ღამე ასეა! ასევე დიღმის ტრასაზე საშინელი სისწრაფით დადიან მანქანები! მგონი მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს პატრულმა ღამის საათებში და უფრო მეტნი უნდა იყვნენ იმ ქუჩებზე, სადაც რბოლები აქვთ მოწყობილი!“ – წერს ნინი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g