LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი ბადურაშვილი ახალი კლიპის პრემიერისთვის ემზადება

45

ნინი ბადურაშვილი ახალი კლიპის პრემიერისთვის ემზადება – ინფორმაცია მომღერალმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული რამდენიმეწამიანი ვიდეოთი დაადასტურა, რომელსაც შემდეგი წარწერა აქვს: “ჩემი ახალი კლიპი მალე…”

კლიპის რეჟისორი ლაშა ცერიაშვილი გახლავთ. ნინი ვიდეოში რამდენიმე, სრულიად განსხვავებული იმიჯით გვევლინება. როგორც მომღერალმა ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა სიმღერა თავის ქალიშვილს – ელენეს მიუძღვნა.

“ახალი სიმღერა ელენეს მივუძღვენი და მისი სახელი დავარქვი. მე და ეკამ დავწერეთ მელოდია. კარგია, როდესაც მომღერალი თავად ქმნის ტექსტებს, მაგრამ სამწუხაროდ, მე ვერ ვწერ, ამიტომ ირინა სანიკიძეს მივმართე. ვფიქრობ, მან ამ მელოდიისთვის ისეთი ტექსტი დაწერა, როგორსაც მე შევქმნიდი. ირინამ თავად გვითხრა, იმდენად კარგი ბალადაა, რომ ტექსტი ელენეს შესახებ გავაკეთოთო.“ – ამბობს შემსრულებელი…

გუგა ლეჟავა

[fbvideo link=”https://www.facebook.com/ninibadura/videos/vb.100002704820110/702262229873931/?type=2&theater” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები