LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი ბადურაშვილი გათხოვებასთან დაკავშირებულ ჭორებს პასუხობს: „ნუ აფრიალებთ სხვადასხვა ადამიანის ფოტოს, ვითომ ჩემი შეყვარებულია…”

565
ნინი ბადურაშვილი

ნინი ბადურაშვილი პასუხობს ჭორებს, რომლებიც ახლახან მის გათხოვებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ნინი ამბობს, რომ ეს მხოლოდ ჭორებია:

„ახლა რაც შეეხება ჩემს მუდმივ განსჯის საგანს გათხოვება-გამოთხოვების შესახებ! ძაან მაგრად დამღალეთ მეც და ხალხიც დაიღალა! თხოვნაა, რომ დაოკდეთ გაუგებარ გვერდებში მომუშავე ადამიანები და შეეშვათ სიცრუის გავრცელებას‼️‼️ თქვენი მიზანია მხოლოდ ის, რომ გამომწერების რაოდენობა გაზარდოთ. ნუ აფრიალებთ სხვადასხვა ადამიანის ფოტოს, ვითომ ჩემი შეყვარებულია,რადგან ეს სიმართლეს არ შეესაბამება. თუ საჭიროდ ჩავთვლი, მე თვითონ დავწერ ამის შესახებ. მადლობა, ნახვამდის”.

ახლახან „ფორტუნა პლუსის” ეთერში, გიგა ბატკუაშვილთან საუბრისას აღნიშნა, რომ მარტო აღარ არის და მის გვერდით მისი რჩეულია, თუმცა ვინაობა არ დაუკონკრეტებია და არც გათხოვების შესახებ უთქვამს რამე.

ნინი ბადურაშვილი: „მარტოობა დასრულდა, მარტო აღარ ვარ, არსებობს ერთი ადამიანი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g