LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი ბადურაშვილი: „მკვლელია ეს კაცი…“

65

ჰაერის დაბინძურების მხრივ თბილისში არცთუ კარგი ვითარება რომ არის, ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. ქალაქში თავისუფლად მოძრაობენ ისეთი მანქანებით, რომელთა ტექნიკურ გაუმართაობას, თვალის ერთი შევლებითაც, ეჭვქვეშ ვერაფრით დავაყენებთ.

ნინი ბადურაშვილმა ახლახან „ინსტაგრამზე“ თაკო ვალიშვილის მიერ გადაღებული ვიდეო გააზიარა, სადაც კარგად ჩანს, რომ ყვითელი ავტობუსი ჰაერს შავი გამონაბოლქვით აბინძურებს. ნინი ვიდეოს თან წარწერასაც ურთავს: „მკვლელია ეს კაცი…“

ალბათ, ტექნიკური დათვალიერების სამსახურის აღდგენა და შემოწმების სავალდებულოდ დაწესება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ქალაქის მერიამ უნდა გადადგას. კარგი იქნება, თუკი ცნობილი ადამიანებიც ჩაერთვებიან შესაბამის კამპანიაში და პოპულარიზაციას გაუწევენ იდეას, რომ მანქანებით სიარული კარგია, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ჯანმრთელობაა და ჯანსაღ გარემოში რომ არ ვცხოვრობთ, ეს ამ ერთი ვიდეოთიც დასტურდება…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები