თაკო მელიქიშვილის საავტორო გადაცემას „რადიო დუეტი” ყველასთვის საყვარელი მომღერალი ნინი ბადურაშვილი სიმღერის პრემიერით სტუმრობდა. „ზაფხულის საღამო“, სიმღერა რომელიც ეკა კახიანისა და მაია ჯაბუას შესრულებით გვახსოვს, ამიერიდან განახლებული ვერსიით ნინის რეპერტუარშიც დაიკავებს ადგილს.
გადაცემის ფარგლებში მომღერალმა ცოცხალი შესრულებაც შესთავაზა მსმენელს და გვითხრა, რომ რიმეიქები ძალიან კარგია, მაგრამ უნდა ახალი სიმღერები დაიწეროს, თავადაც მუშაობს და დაგვპირდა, რომ შემოდგომისთვის ახალი სიმღერით გვესტუმრება.
