ნინი ბადურაშვილმა სოციალურ ქსელში ცნობილი ბებიის, ლალი ბადურაშვილის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ფილმის „დიდოსტატის მარჯვენა“ გადაღებას ასახავს. გვერდზე კი საკუთარი ფოტო განათავსა და დაწერა:
„ძალიან უხაროდა როდესაც გვამსგავსებდნენ ერთმანეთს. მე ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ის ბევრად უფრო ლამაზი იყო…“
ფოტოს მნახველები წერენ, რომ ბებიასა და შვილიშვილს შორის საოცარი მსგავსებაა, რასაც ძნელია, არ დაეთანხმო.