ნინი ღლონტი უკვე წლებია სიცოცხლისთვის იბრძვის და მას საზოგადოების დახმარება სჭირდება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თამუნა მდივანი წერს.
„ნინი ღლონტი უკვე წლებია სიცოცხლისთვის იბრძვის. მის გვერდით მუდამ ძლიერი და უანგარო ადამიანი იდგა — დედა, რომელმაც საკუთარი თირკმელი აჩუქა. ეს იყო ნინის პირველი შანსი. დღეს კი უკვე მეორე შანსისთვის გვჭირდება თქვენი დახმარება.
ნინის სასიცოცხლოდ აუცილებელია თირკმლის ხელმეორედ გადანერგვა — ოპერაცია, რომელიც ერთადერთი გზაა სრულფასოვანი ცხოვრების დასაბრუნებლად.
სამკურნალო ხარჯები — ოპერაცია, მკურნალობა და რეაბილიტაცია — ოჯახისთვის უკვე ამოწურული რესურსების ფონზე უბრალოდ დაუძლეველია.
ნებისმიერი წვლილი — იქნება ეს თანხა თუ ინფორმაციის გავრცელება — ნინისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა.
GE85TB7086545061600010
GE67BG0000000594528900
ირმა კალმახელიძე“, – წერს თამუნა მდივანი.