LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი ნებიერიძე მილიონერ მეუღლეს – „შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი…“

838

სანამ მილიონერ თემურ უგულავას მეუღლე, ბაია დავითაია სასამართლოში თავისი უფლებებისთვის იბრძვის და განქორწინების შემდეგ ქონების ნახევარს ითხოვს, მილიონერმა, რომელიც საქართველოში უამრავ ბიზნესს ფლობს და ქალების სიყვარულით გამოირჩევა, თავის რჩეულთან, ასაკით ბევრად უმცროს მოდელ ნინი ნებიერიძესთან ერთად, ახალ სახლში მისი რემონტის დასრულებამდე გადაინაცვლა. როგორც ნინი წერს, ის და თემური უკვე ახალ ბინაში არიან, მიუხედავად იმისა, რომ რემონტი ჯერ არ დასრულებულა. როგორც ჩანს, ქორწილიც არ არის შორს. ალბათ, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც უგულავა ბაია დავითაიას ოფიციალურად დასცილდება. მანამდე კი საქმემ სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა გასასაჩივრებლად.

ნინი მეუღლეს გამუდმებით უხსნის სიყვარულს სოციალური ქსელის საშუალებით და ერთობლივ ფოტოებსაც აქვეყნებს. ერთ-ერთ ფოტოზე ნინი წერს ამონარიდს ოთარ ჭილაძის ცნობილი ლექსიდან, „გარეთ ისევ წვიმს“ – „შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი“, მიმართავს ის თემურ უგულავას.

ნინი ქართველ მოდელებს შორის ალბათ იმ მცირე გამონაკლისს მიეკუთვნება, რომლებიც საკუთარი სილამაზის დემონსტრირებას არ ერიდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება თემურ უგულავას დაუკავშირა, როგორც ჩანს, მისგან არანაირი აკრძალვა არ აქვს. შესაბამისად, სოცქსელში თამამ ფოტოებს აზიარებს, მათ შორის ისეთს, სადაც სავსე მკერდი უჩანს. ერთ-ერთ ასეთ ფოტოზე მას მიუწერეს კიდეც: „გაკეთებული მკერდი ასწორებს?“. ამ რეპლიკას ნინი ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

mtavarze nini

ninis mizgvna

12246711_10206045802598265_4173385754086449369_n

12274601_10206083450099429_8392949894515871393_n

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g