მსახიობმა ნინი ონიანმა დათო ხუჯაძის ახალი კლიპის გადაღებიდან ვიდეო და ფოტომასალა გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. კლიპი, როგორც შევიტყვეთ, ძალიან თამამი და სექსუალური სცენებითაა სავსე. დათოს ახალ სიმღერას „Сильная Любовь“ ჰქვია. კლიპი გიორგი კიკალეიშვილმა გადაიღო. ვიდეო რუსული ბაზრისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ პრემიერა ქართველი მაყურებლისთვისაც იგეგმება.
კლიპის შინაარსი შემდეგნაირია, დათო ხუჯაძეს სხვა გოგონა უყვარს, მაგრამ რომანი ნინი ონიანის პერსონაჟთან აქვს. ბოლოს კი მომღერალი ნამდვილ სიყვარულს ირჩევს.
ნინი ონიანი:
დათოს ვიცნობდი მანამდეც და შესაბამისად, თამაში არ გამჭირვებია. ისედაც არ მიჭირს თამამი სცენები. კლიპში გადაღება კიკალამ შემომთავაზა. რამდენიმე საათში დასრულდა გადაღება, გადაღებისას თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი.
ძალიან მომეწონა ეს სცენარი, ვგიჟდები ინტრიგებზე. დანარჩენი უკვე მაყურებელს
დავუტოვოთ შესაფასებლად (იღიმის).