“მე ვიყავი ყველაზე აპოლიტიკური ადამიანი, მაგრამ “ნაციონალებმა” მაიძულეს, პოლიტიკურად აქტიური გავმხდარიყავი”, – ამის შესახებ გაცხადებას მომღერალი ნინი ქარსელაძე აკეთებს.
“წლების განმავლობაში ჩემი საყვარელი ადამიანებისგან ზემოდან მიღებული დირექტივების გამო წითელი ხაზი მქონდა გადასმული და ვერც ერთ კონცერტში ვერ ვმღეროდი, იმიტომ, რომ ჩემი ოჯახი იყო ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი. ბევრჯერ დამწყვეტია გული და ამიტომაც მომიხდა ჩემი შეხედულებების დაფიქსირება, თუმცა პოლიტიკაში ამაზე მეტის გაკეთებას არ ვაპირებ.
საკმარისად გავილანძღე საპრეზიდენტო არჩევნების დროს, გული მწყდება და განვიცდი, მაგრამ რას ვიზამთ, ენას ძვალი არა აქვს. სამწუხაროდ, ადამიანებს ყველაფრის თქმის უფლება და საშუალება მისცა სოცქსელმა, ამისგან ვერავინ დავიცავთ თავს”, – აცხადებს მომღერალი “კვირის პალიტრასთან” საუბარში.