ნინი შერმადინი აქვეყნებს პოსტს, სადაც წერს იმის შესახებ, რომ არც სასიმღერო განწყობა აქვს, არც საახალწლო, თუმცა რადგან სხვა შემოსავალი არ აქვს, აცხადებს მიღებას მოსწავლეებისთვის:
„მოგესალმებით, მეგობრებო, ეს ბოლო დღეებია სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ, გარდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა, ვიცი, რომ ყველა ძალიან მძიმედ ვართ, არავის არც გვემღერება და მე პირადად არც საახალწლო განწყობა მაქვს, ამ პოსტსაც იმიტომ ვწერ, რომ ჩემი სამსახურია და სხვანაირად არ გამომდის, ვერც გავიფიცები, რადგან სხვა არანაირი შემოსავალი არ მაქვს. მართლა უხერხულობის შეგრძნება მაქვს და მაპატიეთ… მაპატიეთ, რომ ამ პოსტს ვწერ ახლა…
ბრუკლინიდან ბევრი მწერდით, თუ ავიყვანდი ნიუ იორკში მოსწავლეებს. 1-ლი იანვრიდან დავიწყებ ბრუკლინში მოსწავლეების მიღებას, როგორც ჯგუფს, ასევე ინდივიდუალურად ავიყვან მოსწავლეებს. მომწერეთ პირად შეტყობინებაში, ვისაც სურვილი გქონდათ. მადლობა და ყველას მშვიდობიან და ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!..“
მოგესალმებით მეგობრებო, ეს ბოლო დღეებია სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ გარდა საქართველოში მიმდინარე მოვლენების, ვიცი რომ ყველა…
Posted by Nini Shermadini on Monday, December 9, 2024